Skip to content Skip to footer
01
ვიზიტის შესახებ დასტური მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე.
02
თქვენ მიერ წინასწარ შევსებული ფორმა კონფიდენციალურია და მასზე წვდომა მხოლოდ ჩვენს კლინიცისტს აქვს.
03
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნებისმიერ პლატფორმაზე ან მითითებულ ნომერზე
მარტი 2025
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
24
25
26
27
28
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
1
2
3
4
5
6

ხშირად დასმული კითხვები

კონსულტაციის საფასურში შედის:

  • ჯანმრთელობის სრულყოფილი ანამნეზის შეკრება სამედიცინო კონსულტანტის მიერ
  • სრული ფიზიკური გასინჯვა სამედიცინო კონსულტანტის მიერ
  • პაციენტის სამედიცინო კონსულტანტისა და მკურნალი ექიმის ონლაინ კონსილიუმი, სადაც გამოიკვეთება დამატებითი კვლევების საჭიროება
  • სპეციალური ფასდაკლება და პირობები ჩვენ პარტნიორ ლაბორატორიებსა და კლინიკებში
  • პაციენტის პირადი აგენტის მომსახურება კვლევებისა და ვიზიტების დაგეგმვისას
  • კვლევების დასრულების შემდეგ ონლაინ კონსულტაცია ამერიკაში თქვენ მკურნალ ექიმთან, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამომავლო დანიშნულების გაცნობის მიზნით
  • განმეორებითი კონსულტაცია (3 კვირის ფარგლებში) მკურნალობის მიმდინარეობის შემოწმების მიზნით.
  • პირადი აგენტის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების მონიტორნგი 6 თვის განმავლობაში
  • საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ჩვენი ნდობით აღჭურვილ, საქართველოში მოღვაწე წამყვან ვიწრო სპეციალისტებთან, მათთან კონსილიუმის საფუძველზე პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგი

პაციენტის პირადი აგენტის მომსახურება გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის ნავიგაციის სრულ უზრუნველყოფას, ჩვენი მკურნალი ექიმების მიერ დანიშნულ ლაბორატორიულ და სადიაგნოსტიკო კვლევებსა და კონსულტაციებზე თქვენთვის სასურველ დროს ჩაწერას, კვლევების შედეგების მოკითხვას, პროფილაქტიკური კვლევებისა და განმეორებითი კონსულტაციების თარიღებისა და დროის შეხსენებას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სხვა დამატებით სერვისებს. 

ჩვენი პაციენტები სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით (მათ შორის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათებით)  ჩვენ პარტნიორ ლაბორატორებსა და კლინიკებში.

ჯანმრთელობის მონიტორინგის მომსახურება გულისხმობს კონსულტაციიდან 6 თვის განმავლობაში პაციენტისთვის საჭირო პროფილაქტიკური და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საჭირო სხვა კვლევებისა და დანიშნული თერაპიული ღონისძიებების შეხსენებას. კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროებისას, დამატებითი კონსულტაციის დანიშნვას. 

საკუთარი მკურნალი ექიმის ყოლა ისევე აუცილებელია ზრდასრული ადამიანისთვის, როგორც პედიატრის ყოლა ბავშვისთვის.

ჩვენ გთავაზობთ იმას, რასაც ჩვენი ხედვით იმსახურებს ნებისმიერი პაციენტი:

სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას

უტყუარ დიაგნოზს

თქვენი ჯანმრთელობის მართვის ინდივიდუალურად შერჩეულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გზას

მიუხედავად იმისა, არსებობს მდგომარეობები, სადაც ვიწრო სპეციალისტების ჩართვა აუცილებელია და ამას ჩვენი სანდო რეფერალური ქსელი უზრუნველყოფს, ვიწრო სპეციალისტი, თავისი სპეციალობიდან გამომდინარე  პასუხისმგებლობას ვერ აიღებს პაციენტის სრული ჯანმრთელობისა და რისკების მართვაზე. ეს მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.

რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს ვებ-გვერდზე არსებული რეგისტრაციის ფორმა ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე

ვინაიდან კლინიკა JC Med-ის მომსახურებაში ამ ეტაპზე არ შედის გადაუდებელი შემთხვევების მართვა, ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს და მიმართეთ სასწრაფო დახმარებას (112). ამის პარალელურად, ჩვენ პაციენტებს გავუწევთ რეკომენდაციას, თუ რომელ კლინიკებს მიმართონ კონკრეტული მწვავე სიმპტომით. 

სახელმწიფო დაზღვევის პროვაიდერი არ ვართ.

ჩვენთან კონსულტაციას ნებისმიერი კერძო დაზღვევა ანაზღაურებს თავისუფალი ამბულატორიისათვის გამოყოფილი თანადაფინანსებისა და ლიმიტის ფარგლებში, კლინიკიდან გაცემული ფორმა-100-ის, დანიშნულების, ანგარიშ-ფაქტურისა და ქვითრის საფუძველზე. 

ამჟამად არ ვართ არც ერთი კერძო დაზღვევის პროვაიდერი, შესაბამისად, ჯერ თავად დაფარავთ საფასურს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიტანთ სადაზღვევო კომპანიაში ანაზღაურების მოთხოვნას.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები!