ჩვენი საერთო ამბავი, ორი და-ძმის ცხოვრების გადაკვეთით, კერძოდ კი კოვიდ-პანდემიისას ჩვენი (დების; ნინოს და ელენეს) ერთ მართლმადიდებლურ სამრევლოში ერთმანეთის გაცნობით დაიწყო. ამას მალევე მოყვა ჩვენი დამეგობრება, შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში თანამშრომლობა და საბოლოოდ მივედით გადაწყვეტილებამდე ჩვენი ამერიკაში მოღვაწე ძმების (პიმენ ყურაშვილისა და ზურაბ აზმაიფარაშვილის) ინტელექტუალური რესურსი და პროფესიული გამოცდილება ინოვაციური ფორმით დაგვებრუნებინა სამშობლოსთვის, ქართული მედიცინისა და პაციენტებისათვის.
ასე დაიბადა კლინიკა JC Med-ის იდეა და ამით უკვე სულ სხვა, ახალი ამბავი იწყება: ჩვენი და ჩვენი პაციენტების ამბავი, რომლის შესახებ მოყოლა და გაზიარებაც ალბათ უმჯობესია თავად პაციენტებს მივანდოთ.