სამუშაო საათები
ორშ-პარ: 11:00 – 17:00შაბათი: 11:00 – 16:00
კონტაქტიშეკითხვა გაქვთ?
შეკითხვა გაქვთ?
დაგვიკავშირდით!
ხშირად დასმული კითხვები
რა შედის პირველადი კონსულტაციის საფასურში?
კონსულტაციის საფასურში შედის:
- ჯანმრთელობის სრულყოფილი ანამნეზის შეკრება სამედიცინო კონსულტანტის მიერ
- სრული ფიზიკური გასინჯვა სამედიცინო კონსულტანტის მიერ
- პაციენტის სამედიცინო კონსულტანტისა და მკურნალი ექიმის ონლაინ კონსილიუმი, სადაც გამოიკვეთება დამატებითი კვლევების საჭიროება
- სპეციალური ფასდაკლება და პირობები ჩვენ პარტნიორ ლაბორატორიებსა და კლინიკებში
- პაციენტის პირადი აგენტის მომსახურება კვლევებისა და ვიზიტების დაგეგმვისას
- კვლევების დასრულების შემდეგ ონლაინ კონსულტაცია ამერიკაში თქვენ მკურნალ ექიმთან, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სამომავლო დანიშნულების გაცნობის მიზნით
- განმეორებითი კონსულტაცია (3 კვირის ფარგლებში) მკურნალობის მიმდინარეობის შემოწმების მიზნით.
- პირადი აგენტის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების მონიტორნგი 6 თვის განმავლობაში
- საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ჩვენი ნდობით აღჭურვილ, საქართველოში მოღვაწე წამყვან ვიწრო სპეციალისტებთან, მათთან კონსილიუმის საფუძველზე პაციენტის მკურნალობის მიმდინარეობის მონიტორინგი
რას გულისხმობს პაციენტის პირადი აგენტის მომსახურება?
პაციენტის პირადი აგენტის მომსახურება გულისხმობს ჯანდაცვის სისტემის ნავიგაციის სრულ უზრუნველყოფას, ჩვენი მკურნალი ექიმების მიერ დანიშნულ ლაბორატორიულ და სადიაგნოსტიკო კვლევებსა და კონსულტაციებზე თქვენთვის სასურველ დროს ჩაწერას, კვლევების შედეგების მოკითხვას, პროფილაქტიკური კვლევებისა და განმეორებითი კონსულტაციების თარიღებისა და დროის შეხსენებას და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სხვა დამატებით სერვისებს.
რა დამატებითი უპირატესობით სარგებლობენ თქვენი პაციენტები?
ჩვენი პაციენტები სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით (მათ შორის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათებით) ჩვენ პარტნიორ ლაბორატორებსა და კლინიკებში.